ახალი ამბები

რევაზ ნოზაძე დიმიტრი ყიფიანის მედლით დააჯილდოვეს

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მენეჯერი რევაზ ნოზაძე დიმიტრი ყიფიანის მედლით ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა დააჯილდოვა.

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, თამაზ ლაცაბიძის თქმით, ნოზაძეს ჯილდო მუზეუმების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. 

“რევაზი 45 წელია სამუზეუმო საქმიანობას ეწევა. გაიარა დაბალი საფეხურებიდან და დღეს იგი ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის დირექტორია. მას ძალიან დიდი წყლილი მიუძღვის მუზეუმების განვითარების საქმეში”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

დიმიტრი ყიფიანის მედალი გადაეცა არქიტექტორს ტარიელ კიპაროიძესაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი