ახალი ამბები

გორი კადეტთა შორის „ევროპის თასს“ უმასპინძლებს

საქართველო პირველად კადეტთა შორის „ევროპის თასს“ უმასპინძლებს, რომელიც გორის სპორტის სასახლეში 29 – 30 აპრილს გაიმართება.

“ევროპის ძიუდოს კავშირმა ტურნირი 2022 წელს გორში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩანიშნა, რომელსაც ორგანიზაციის შეფასებით ჩვენმა ქალაქმა მაღალ დონეზე უმასპინძლა”, – წერს გორის მერია. 

უწყების ცნობით, „ევროპის თასში“ 16 ქვეყნის 330 – მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მიიღებს მონაწილეობას.

“მონაწილეებთან და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად, გორი ევროპის ძიუდოს კავშირისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლებს. მსგავსი რანგის ტურნირები გორისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

„ევროპის თასი“ 29 – 30 აპრილს, გორის სპორტის სასახლეში 10 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.