კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მოსახლეობა 7 კილომეტრიანი გზის მოწესრიგებას ითხოვს.
ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი გელაშვილი ამბობს, რომ ისინი აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ადგილობრივ ხელისუფლებას წლებია სთხოვენ.
“რა გაგიხდათ, რომ საშველი ვერ დაადგით ამდენი წლების განმავლობაში 7 კილომეტრი მარტივი რელიეფის მქონე გზის მოწყობას იმ პირობებში, რომ ხშირ შემთხვევში ბიუჯეტი ასათვისებელიც კი დაგრჩენიათ და კიდევ იმ არგუმენტს ვეღარ მივიღებთ მოსახლეობა, თქვენ ძირითადი დამაკავშირებელი გზა გაგაჩნიათ ცენტრთან და ალერნატიულს ნუღარ მოგვთხოვთო. აგერ, ბატონო, ფოტო მასალაში წარმოდგენილია ასევე სოფელ ქვახვრელის ახლახანს აშენებული ასევე ალტერნატიული გზა”, – წერს გელაშვილი.
“1968 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. მის შემდეგ ვითხოვთ ამ გზის გაკეთებას, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა საშველი. მართლა რა გახდა 7 კილომეტრიანი გზის სისრულეში მოყვანა”, – ამბობს ლია ასლანიშვილი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება საკმარის ნებას არ იჩენს მათი პრომლემების მოსაგვარებლად.