ახალი ამბები

ქარელში შიდა ეზოების მოწესრიგება იგეგმება

ქარელში შიდა ეზოების მოწესრიგება იგეგმება. როგორც ქარელის მერის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. 

მისივ ინფორმაციით, ასფალტირება იგეგმება ვაჟა ფშაველას, ნინოშვილის #2-სა და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსების შიდა ეზოებში. 

“ამ ეტაპზე პროექტირებები მიდის ვაჟა ფშაველას ქუჩაზე დევნილთა დასახლების კორპუსებზე ე.წ. მასწავლებელბელის კორპუსის ეზოზე, ასევე ნინოშვილის ქუჩის #2 ეზოსა და თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კორპუსის ეზოებზე”, – გვითხრა მაწონაძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი