ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი იწყება – მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების პროექტი იწყება. ხაშურის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს პროექტი ცედანში, თაგვეთსა და წაღვლში განხორციელდება.

უწყების განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში პროექტისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც თითოეულ სოფელზე 100 000 ლარი დაიხარჯება.

“საპროექტო იდეის წარმოდგენა ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 14 წლის ასაკიდან, გარდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრებისა. საპროექტო იდეები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, გადავა კენჭისყრის ეტაპზე, სადაც გამარჯვებული პროექტი ფარული ხმის მიცემით გამოვლინდება”, – განმარტავენ მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.