ახალი ამბები

გასულ წელს დასრულებული შენობა, ისევ უფუნქციოა – რა ელის მეჯვრისხევის საბავშვო ბაღს 

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. მშენებლობა თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია როდის გახდება შესაძლებელი საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება. 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში შენობის ამუშავების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. 

“ჯერჯერობით ჩვენს ბალანსზე არ გადმოცემულა შენობა, გარკვეული პროცედურებია დარჩენილი. როგორც კი ჩვენ ჩაგვბარდება, მაშინ გაიხსნება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ეს როდის იქნება”, – განმარტეს სააგენტოში. 

შენობის დასრულებიდან დღემდე “მოზაიკამ” აღნიშნულ საბავშვო ბაღზე მასალა რამდენჯერმე მოამზადა. ყველა შემთხვევაში სააგენტო საბავშვო ბაღის გახსნის სხვადასხვა თარიღს ასახელებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი მართალი არ იყო. 

“ვის აუშენეთ?” – როდის გაიხსნება გასულ წელს აშენებული საბავშვო ბაღები გორში  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.