უნდა მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, – წერს სოციალურ ქსელში ხაშურის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, სამუზეუმო გაერთიანების უფროსის მოადგილე.
“მოძალადემ ყიფიანის მამულში კიდევ უფრო მეტი სამუშაოები ჩაატარა. უნდა მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, ჩავრთოთ საქართველოს მთავრობა, პირადად პრემიერი, სხვაგვარად საქმეს არ ეშველება და ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ მოკლავენ დიმიტრი ყიფიანს, ოღონდ უკვე ქართველები”, – წერს მურად მთვარელიძე.
ის ამ ფორმით ა(ა)იპ-ის უფროსის მიერ კურორტ “მწერლების” მეპატრონის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ თამაზ ლაცაბიძემ გუშინ “მწერლების” მფლობელი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მიწის მიტაცებაში დაადანაშაულა.
დატოვეთ კომენტარი