ახალი ამბები

სოფელ ალში ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას 554 662 მოხმარდება 

სოფელ ალში ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, ღირებულება კი 554 662 ლარს შეადგენს.

“პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით 2000- მდე ადგილობრივი ისარგებლებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა, პროექტით გათვალისწინებულია საგზაო მონიშვნების გაკეთებაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.