ახალი ამბები

ატენში მამაკაცმა ძმა დაჭრა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მამაკაცმა დანით ძმა დაჭრა.

“როდესაც მისი 17 წლის ძმა სამსახურიდან მოვიდა იგი აგრესიულად დახვდა,  რა დროსაც ძმას ბარძაყის არეში დანით ჭრილობა მიაყენა”, – ამბობს წყარო. 

დაშავებული გორის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

მამაკაცი ამჟამად, ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

დატოვეთ კომენტარი