დაბა სურამამდე მისულ მძღოლებს, რომლებიც დასავლეთის მიმართულებით მიდიან, პოლიცია უკან აბრუნებს.
მძღოლები კი ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოლიცია სურამამდეც უნდა იყოს მობილიზებული, რათა თბილისიდან მომავალ მანქანებს დიდი გზის გავლა აღარ მოუწიოთ.
“სურამამდე მოვედით და აქედან უკან ავტობანზე გვაბრუნებენ. აქამდეც უნდა აფრთხილებდეს პოლიცია მძღოლებს, რომ ამხელა გზის გავლა აღარ მოგვიწიოს წინ და უკან”, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის გვირაბი, რომელიც 10-დღიანი ჩაკეტვის მერე შაბათს გახსნეს, დღეს კვლავ დაიკეტა.
დატოვეთ კომენტარი