ახალი ამბები

ხაშურის სამუსიკო სკოლაში კომპოზიტორ კახა ცაბაძის საღამო გაიმართა

ხაშურის სამუსიკო სკოლაში კომპოზიტორ კახა ცაბაძის საღამო გაიმართა.

სამუსიკო სკოლის სიმებიანი, საფორტეპიანო და საგუნდო კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კახა ცაბაძის კომპოზიციები თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულეს.

“გარდა კამერული ორკესტრისა, კონცერტში მონაწილეობდნენ სპეციალური სტუმრებიც: მსოფლიო ბარიტონი გიორგი გაგნიძე, მომღერალი ლევან ტაბატაძე, კონსერვატორიის სტუდენტი მარიამ გაგნიძე, კონცერტმაისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია”, – წერს ხაშურია მერია. 

შეხვედრა შეაჯამა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონცერტის ორგანიზატორებს და შეასრულა პოპულარული ნაწარმოებები საკუთარი რეპერტუარიდან.

“თბილისის კამერული ორკესტრისა და ხაშურის სამუსიკო სკოლის ერთობლივი კონცერტები, რომელიც სამუსიკო სკოლის პედაგოგ ფატი სადაღაშვილის ორგანიზებით ეწყობა, უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი