ახალი ამბები

შავშვებსა და ფლავში საბავშვო ბაღები აშენდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავშებსა და ფლავში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობის დასაწყებად, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 4 583 130 ლარია გათვალისწინებული. 

აღნუშნულ სოფლებში საბავშვო ბაღები Design-Build მეთოდით აშენდება.  საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს 100 ბავშვზე (ოთხ ჯგუფზე) და უნდა მოიცავდესშემდეგ სივრცეებს:

ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი , სან კვანძი, სამზარეულო (ბუფეტი);

დირექტორის ოთახი;

პერსონალის ოთახი;

სანკვანძი პერსონალისათვის;

საშხაპე;

დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;

დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსით;

კვების ბლოკი;

სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;

საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;

თეთრეულის შესანახი სათავსი;

დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;

სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;

ცენტრალური შესასვლელი ტამბური;

ჰოლი;

მნის ოთახი;

დაცვის ოთახი.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი