ახალი ამბები

სურამიდან ტრაილერების მძღოლებს მე-3 დღეა არ უშვებენ

რიკოთზე მიმდინარე მეწყრული პროცესების გამო, მე-4 დღეა ტრაილერებს დასავლეთის მიმართულებით არ უშვებენ, აქედან გამომდინარე, სურამთან მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.

მძღოლები დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გადაკეტვას აანონსებენ.

“ალტერნატიულ გზაზე მაინც გაგვიშვან, უმძიმეს პირობებში ვართ, ელემენტარულ საყოფაცზოვრებო პირობებზეც კი არ მიგვიწვდება ხელი”, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის გვირაბი, რომელიც 10-დღიანი ჩაკეტვის მერე შაბათს გახსნეს, დღეს კვლავ დაიკეტა.

დატოვეთ კომენტარი