ქარელის მერიაში 9 სამსახური მუშაობს, რომლებიც საქმიანობას მათ ქვეშ არსებულ განყოფილებებთან ერთად ახორციელებენ.
“მოზაიკა” დაინტერესდა, თუ როგორაა განსაზღვრული ქარელის მერიაში მომუშავე ხელმძღვანელი პირების ხელფასები 2023 წლის იანვრიდან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება გაიზარდა.
- სამსახურის უფროსი – 1 815 ლარი;
- განყოფილების უფროსი – 1 452 ლარი;
აღსანიშნავია, რომ ქარელის მერიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე პირთა ხელფასები გორთან შედარებით დაბალია. მაგალითად, სამსახურის უფროსებს გორის მერიაში 605 ლარით მეტი ანაზღაურება, განყოფილების უფროსებს კი 197 ლარით მაღალი ხელფასი აქვთ.
ამავე თემაზე: გორის მერიაში ხელმძღვანელი პირების ანაზღაურებაზე თვეში 97 000 ლარი იხარჯება
ინფორმაციისთვის, ქარელის მერიის 9 სამსახურის დაქვემდებარებაში ჯამში 9 განყოფილება არსებობს და მათი ხელმძღვანელების ხელფასებზე, ყოველთვიურად 13 068 ლარი იხარჯება.
სამსახურის დასახელება | განყოფილებების ოდენობა | |
1. ადმინისტრაციული სამსახური | 3 | |
2. ეკონომიკური განვითარების სამსახური | 1 | |
3. საფინანსო საბიუჯეტო სამსახური | 3 | |
4. განათლების, კულტურის და სპორტისა სამსახური | 1 | |
5. ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური | 1 | |
6. ზედამხედველობის სამსახური | 0 | |
7. იურიდიული სამსახური | 0 | |
8. სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური | 0 | |
9. შიდა აუდიტის სამსახური | 0 |
აღსანიშნავია, რომ ქარელთან შედარებით, გორის მერიას 9 სამსახურის დაქვემდებარებაში, 15-ით მეტი განყოფილება აქვს შექმნილი და მათი უფროსების ხელფასებზე ყოველთვიურად 29 806 ლარით მეტს ხარჯავს.
რაც შეეხება მერს, გორის მერთან შედარებით ქარელის მერს 479 ლარით დაბალი ხელფასი აქვთ. სხვაობაა მოადგილეების ხელფასებშიც:
ქარელის მერი – 5 5 71 ლარი | გორის მერი – 6 050 ლარი; | |
ქარელის მერის პირველი მოადგილე – 4 235 ლარი; | გორის მერის პირველი მოადგილე – 4 840 ლარი; | |
ქარელის მერის მოადგილე – 3 872 ლარი. | გორის მერის მოადგილე – 4 235 ლარი. |