კასპის მუნიციპალიტეტის მერია 277 800-ლარიან ხელშეკრულებას შპს “თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთთან” აფორმებს, რომლის 100%-იან წილს შპს “თეგეტა მოტორსი” ფლობს.
აღნიშნული კომპანია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. “თეგეტა მოტორსმა” 2017 წელს “ქართულ ოცნებას” 120 000 ლარი გადაურიცხა.
აღნიშნულ კომპანიასთან კასპის მერიამ 277 800 ლარიანი ხელშეკრულება ესკავატორის შესყიდვის მიზნით გააფორმა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტიდან ვიგებთ, ესკავატორის შესაძენად კაპის მერიამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა და ტენდერის პირობები ორივეჯერ სადაო გახდა. მომჩივანი კომპანია “ჯითი გრუპმა” იყო, რომლის მტკიცებით, კასპის მერიამ სატენდერო პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგო.
“ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემსყიდველმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმწოდებლისგან – ამ ეტაპზე უკვე გამარჯვებული პრეტენდენტისგან – აღებულ ბაზრის კვლევის შედეგებს დააფუძნა სატენდერო მოთხოვნები სრულად და სწორედ ამიტომ არ ასაჯაროებს ბაზრის კვლევის შედეგებს”, – აღნიშნავს შპს “ჯითი გრუპის” საჩივარში, რომელიც მან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაგზავნა.
საჩივრის მიუხედავად, კასპის მერიას საკუთარი არჩევანი არ გადაუხედავს,