ახალი ამბები

ყველაფერს პირადად გავარკვევ მეუფესთან – ლევან გამრეკელი

ლევან გამრეკელი სოციალურ ქსელში მასსა და მეუფე სვიმეონსს შორის არსებულ უთანხომებაზე გავრცლებულ ინფორმაციას ეხმაურება. გამრეკელის თქმით, იგი მეუფესთან შეხვედრას გეგმავს, რათა პირადად გაარკვიოს ურთიერთობა. 

“მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის, რაც ამ ორი დღის მანძილზე ჩემს მიმართ გამოხატეთ. რაც შეეხება, ამ ძალიან უსიამოვნო ფაქტს, ნამდვილად არ ვიცი რამ განაპირობა, ჩვენი მეუფის ჩემდამი დამოკიდებულების მსგავსი ცვლილება, რასაც აუცილებლად პირადად გავარკვევ მეუფესთან შეხვედრისას. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მეუფეს ჩემთვის ფული არასდროს არ უთხოვია, ამის შესახებ არაერთხელ ავღნიშნე მედიის წარმომადგენლებთან, თუმცა სამწუხაროდ ინტერვიუს ეს ნაწილი დაიკარგა, რასაც ვაკეთებ ეკლესიისთვის ეს არის ჩემი კეთილი ნება”, – წერს ლევან გამრეკელი. 

ინფორმაციისთვის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს და ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირებაა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსმა სვიმეონმა ქვიშხეთის ეკლესიაში ლევან გამრეკელი ამბიონიდან გააკრიტიკა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.