ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა 

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გაიხსნა სოციალური ინკლუზიის ცენტრი, რომლის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სსმ და შშმ მოსწავლეთა სოციალური ინკლუზია და მათი მშობლების მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის მიზანია სხადახვა აქტივებებითა და კამპანიებით გაზარდოს ცნობიერება, ასევე ხელი შეუწყოს სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში.

  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნას ადაპტირებული სივრცე, სადაც გაიმართება შშმ პირთა ინტეგრაციისთვის სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა;
  • გორის უნივერისტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერების სტუდენტებისთვის შექმნას პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა;
  • დანერგოს შშმ ბავშვების მშობლების მხარდამჭერი სერვისები (მშობლებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კაბინეტი);
  • დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური ცნობიერების ამაღლების კამპანიები;
  • იმუშაოს შშმ ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებზე;
  • იმუშაოს შშმ ბავშვების აკადემიურ უნარებზე;
  • იმუშაოს შშმ ბავშვების ფსიქოემოციურ განვითარებაზე.
  • სოაციალური ცენტრი მუშაობს შაბათ-კვირას და ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობს 70-მდე მოსწავლე.

მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები შემდეგი მიმართულებით:

  • არტთერაპია;
  • მეტყველების თერაპია;
  • ხელსაქმე;
  • მუსიკა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.