ახალი ამბები

ბერშუეთში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

სოფელ ბერშუეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რომელშიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები ფიგურირებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

2 დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  რაც პოლიციელზე, თავდასხმას გულოსხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

2 დაკავებულია საქართველოს ა.ს.კ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის,  პოლიციელის,  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. დანაშაული გამოიწვევს დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები