ხაშურელი ახალგაზრდა მეცნიერი ლევან ღონღაძე შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა ფეისბუქით გაავრცელა.
“შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ხაშურელი ახალგაზრდა მეცნიერი ლევან ღონღაძე მუშაობს. ორივემ გავიხარეთ ერთმანეთის გაცნობით”, – წერს მორის დანდურიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მორის დანდურიშვილი ერთკვირიან სტაჟირებაზე ამავე ცენტრში იმყოფება.
დატოვეთ კომენტარი