ახალი ამბები

ფლავის სკოლაში პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემა დისციპლინურმა კომიტეტმა დაადასტურა

ფლავის საჯარო სკოლაში, პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა დისციპლინურმა კომიტეტმა დაადასტურა. ამის შესახებ “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა უთხრა.

“დისციპლინურმა კომიტეტმა მუშაობა დაასრულა, დაუდასტურდა პედაგოგს ფიზიკური ძალადობა და პედაგოგი გათავისუფლდა სკოლიდან. სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას და დანარჩენი უკვე მათი საქმეა. გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობა”, – აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს მასწავლებელი მეშვიდე კლასელ მოსწავლეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.