ახალი ამბები

15 აპრილს გორის ციხესთან სააღდგომო გამოფენა – გაყიდვა მოეწყობა 

გორში ტრადიციული სააღდგომო გამოფენა – გაყიდვა წელსაც გაიმართება. 

ღონისძიება გორის ციხესთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში მოეწყობა და მასში მონაწილეობას ძირითადად ადგილობრივი მეწარმეები მიიღებენ. 

“მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ხელნაკეთი ნივთის შექმნა, ქსოვა, ქარგვა, რეწვა და ა.შ. ასევე მათაც, ვინც ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოსა და სხვა სახის პროდუქტებს”, – ამბობენ ორგანიზატორები. 

ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალისა და გორის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლობით და  გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა – კურთხევით ეწყობა. 

გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება.

“ყოველი ნივთი და ნაწარმი გაყიდება სიმბოლურ ფასად, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს. სკვერის ცენტრში დაიდგმევა ყუთი და როგორც ადრე, შემოსული თანხით აღდგომას დავეხმარებით მრევლის ყველაზე გაჭირვებილ ოჯახებს”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.