ახალი ამბები

“საქმეში არ არის მტკიცებულებები”,- გამოძალვის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი 

გამოძალვისა და ქონების მოტყუებით დაზიანებისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდებულ რ.მ.-სთვის  პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და ამბობს, რომ საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.  

“დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები იმისთვის, რომ ბრალდებულს შეფარდებოდა პატიმრობა. მხოლოდ ის, რომ ბრალდებული არის ნასამართლევი და არის პირობითი მსჯავრის ქვეშ და შესაძლებელია ჩაიდინოს კვლავ რაიმე დანაშაული, მე მიაჩნია, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არის. ბრალდების მხარემაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო სრულად”, –  განაცხადა ადვოკატმა ნინო შავშიშვლმა. 

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. 

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. საქმეზე გამოძიება ისევ გრძლედება და დეტალებზე სხვას ვერაფერს გეტყვით”,  – განაცხადა პროკურორმა. 

ინფორმაციისთვის, სამართალდამცავებმა გამოძალვის ბრალდებით რ.მ. სამი დღის წინ დააკავეს. საუბარია მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ბიზნესმენის საქმეზე, რომელსაც გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ახლო მეგობრები უფასო მომსახურებასა და თანხის გადახდას სთხოვდენ. 

გამოძალვა და მოტყუებით ქონების დაზიანება – საქმე გორის სასამართლოში 

ბრალდებულ ნ.ს.-სთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

დატოვეთ კომენტარი