ახალი ამბები

ენმ-ის თქმით, ხურამში ახლადგახსნილი ხიდი დაზიანდა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ახლადგახსნილი სურამის ხიდზე გზა დაზიანდა, – ეს ინფორმაცია საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა გაავრცელა. 

ენმ-ის წარმომადგენლების, ეკა პაპუაშვილის თქმით, გზის სწორედ ის მონაკვეთია დაზიანებული, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

“ახლად გახსნილ სურამის ხიდზე გზა ისევ იმ ადგილზე დაზიანდა, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გზა დაიწია ისევ იმ ადგილზე, სადაც ზიანდებოდა ხოლმე. თითქმის ორი წელი რომ კეთდებოდა, იმ ხიდზე საუბარი”, – გვითხრა ეკა პაპუაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები