ახალი ამბები

კარალეთის სკოლის მოსწავლე “Erasmus+”-ის პროგრამით ესტონეთში გაემგზავრება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გოგიაშვილი ესტონეთში გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მარიამი  მე -11 კლასშია და ესტონეთში “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით წავა. სასწავლო პროგრამის თემა გარემოს დაცვა იქნება. 

ინფორმაციისთვის, ყოველწლიურად “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლის შესაძლებლობა ათასზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს ეძლევა. ამ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სამაგისტრო სტიპენდიასაც იღებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი