ახალი ამბები

ბიისში ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა

ბიისის გაყინულმა ჩანჩქერმა ყინულზე ცოცვის ფესტივალს, ,,Biisi Cup” უმასპინძლა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.

პირველი ადგილები გოგონებში ნესტან მაჭავარიანმა, ვაჟებში კი გიორგი მახათაძემ მოიპოვეს.

მერიის ცნობით, ,,Biisi Cup” – ის ყველაზე უფროსი მონაწილე 71 წლის ფერეიდნელი ალი ასლანიშვილი, ყველაზე პატარა მონაწილე კი თბილისიდან 12 წლის ანა ცარციძე იყო.

“50 მეტრიან გაყინულ ჩანჩქერზე პირველობისთვის 50 – ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მონაწილე იბრძოდა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მსურველები ბიისში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ და ყინულზე ცოცვაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ტურისტებმაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ღონისძიება ბოლო 5 წელია არ ჩატარებულა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი ტრადიციული ხასიათს მიიღებს და მისი მასშტაბები ყოველწლიურად გაიზრდება. ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში შეჯიბრება პირველად 20 წლის წინ გაიმართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.