ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაუფორმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ უნდა მიაწოდოს სოციალურად შეჭირვებული პირებისათვის საშეშე მერქნული რესურსი.
“კერძოდ, 216,5 მ 3 დამზადებული ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
ხაშურის მერია აღნიშნულ მომსახურებაში 19 467 ლარს გადაუხდის. შეჭირვებულ ოჯახებს შეშა ეტაპობრივად დაურიგდებათ, მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე.
დატოვეთ კომენტარი