ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს მათ შორის, შიდა ქართლშიც 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულისთვის 45 ადამიანი დააკვეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. სპეცოპერაცია ჩატარდა შიდა ქართლშიც, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორი”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ. 

უწების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.