ახალი ამბები

კაცს ძაღლი გაეკიდა, მოხუცი წაიქცა და თავი გაიტეხა – რა მოხდა გორში 

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებაზე კაცს ძაღლი გაეკიდა. კაცი წაიქცა და დაზიანებები მიიღო.

“მოხუცს ძაღლი გაეკიდა, წაიქცა ეს კაცი და თავი გაიტეხა”, – აცნობეს მოზაიკას.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში წაიყვანა. 

ინფორმაციისთვის, აღნიშულ გაჩერებასთან რამდენიმე მიუსაფარი ძაღლია, მათ ყურზე მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალური სააგენტოს შესაბამისი ნიშანიც უკეთიათ. 

დატოვეთ კომენტარი