გორის კულტურის სააგენტომ გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, გამარტივებული გზით შეიძინა მუსიკალური სკოლისთვის გათბობის ქვაბი, მონტაჟის მომსახურებასთან ერთად, რაშიც საერთო ჯამში 10 000 ლარი გადაიხადა.
სააგენტომ გამარტივებული შესყიდვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყოდვების სააგენტოს სთხოვა.
“მუსიკალურ სკოლაში დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ცენტრალური გათბობის კედლის საკონდენსაციო ქვაბი. ვინაიდან არის ზამთარი და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კლასებში, გადაუდებელი აუცილებლობაა სასწრაფოდ შევიძინოთ კედლის ქვაბი და დავამონტაჟოთ, რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესის შეფერხება”, – ნათქვამია სააგენტოს წერილში.
სააგენტო ასევე განმარტავს, რომ გათბობის ქვაბი რამდენჯერმე შეაკეთეს, თუმცა მაინც ახალი ქვაბის ყიდვა გახდა საჭირო.
“მუსიკალური სკოლის ადმინისტრაციამ კედლის ქვაბის დაზიანების შემდეგ მოგვმართა, რათა შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით შეგვეკეთებინა დაზიანებული ქვაბი, ქვაბი შევაკეთეთ, მაგრამ რამოდენიმე დღეში ისევ გამოვიდა მწყობრიდანმ, დაიდო დეფექტური აქტი მასზედ, რომ აღნიშნული გათბობის ქვაბი შეკეთებას არ ექვემდებარება. სასწავლო პროცესი შეფერხდა. დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება შევიძინოთ და დავამონტაჯებინოთ გათბობის ქვაბი შეზღუდულ ვადებში ასევე ჩავატარეთ ბაზრის კვლევა”, – განმარტავს სააგენტო.