ახალი ამბები

ნაწრეტში ერთ ღამეში რამდენიმე მანქანა გაქურდეს

გორის მუნიციპლიტეტის სოფელ ნაწრეტში ერთ ღამეში რამდენიმე მანქანა გაქურდეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნივთები 5 მანქანიდან არის მოპარული.

ქურდობის ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელიც, თუმცა ამბობს, რომ მას ინფორმაცია მხოლოდ ერთ-ერთი მანქანიდან აკუმულატორის წაღების შესახებ აქვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  დაზარალებულებმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა შსს-ს პიარი ამ დრომდე არკვევს, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.