გორში, ყიფიანის ქუჩაზე მდებარე სკვერს 3 თვეა ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. აღნიშნული ინფორმაცია “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს. მოსახლეობის თქმით, პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლებასაც აცნობეს, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.
“ამბობენ დაზიანებაა და რომელმა კომპანიამაც გააკეთა, იმას უნდა დავავალოთ და გააკეთებენო. პატრონი არ ჩანს საახალწლოდ გვეგონა გაანათებდნენ, მაგრამ არავინ მიიტანა გულთან. იქნებ დახმარება თქვენ გაგვიწიოთ და გაარკვიოთ, როდის ეღირსება ამხელა სკვერს განათება”, – ამბობენ ადგილობრივები.
მოსახლეობა “მოზაიკასთან” საუბარში იმასაც ამბობს, რომ ხეები, რომელიც სკვერში დაირგო უკვე გამხმარია.
“ხეები მაშინვე დამხმრები დარგეს, ამოსაყრელი და ხელახლა დასარგველია”, – აღნიშნავენ ადგილობრივები.