ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გზის მოწესრიგებას 1 190 801 ლარი მოხმარდება 

ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სოფელში ალში, გომსა და ახალუბანში გზები მოწესრიგდება, რაშიც ხაშურის მერია მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. სამუშაოების შესასყიდად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

  • სოფელ ალში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 645 827 ლარი დაიხარჯება;
  • სოფელ ახალუბანში გზის რეაბილიტაციაში 426 811 ლარი;
  • ხოლო სოფელ გომში გზის რეაბილიტაციისთვის 118 169 ლარია გათვალისწინებული.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი