გორში, კომბინატის დასახლებაში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაზიანებულ საკანალიზაციო სისტემას შეაკეთებენ, – აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას” კომბინატის ადმინიტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, მევლუდ ჩოხელმა უთხრა.
მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკა უკვე მუშაობს.
“კანალიზაციის მილი ყოფილა ჩამტვრეული , მიმდინარეობს ამოთხრა და შეკეთდება. წყალმომარაგების წარმომადგენელებიც მობილიზებულები არიან ადგილზე”, – გვითხრა მევლუდ ჩოხელმა.
ინფორმაციისთვის,თარხნიშვილისს ქუჩაზე დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო, კანალიზაციის წყალი გზაზე მოედინებოდა, გზა იყინებოდა და გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო. აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირმა ამბარდნიშვილმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, მოყინულ გზაზე ავტომონქანა მოცურდა და ბავშვს დაეჯახა.