კასპის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადასცეს. საჩუქარი მუნიციპალიტეტემა, მჭიდრო თანამშრომლობისთვის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციისგან “Let’s Do It” მიიღო.
ფასადის ურნები კასპის #1, #2, #3 საჯარო სკოლებმა და ასევე, ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიამ მიიღო.
“აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ “Let`s Do It” საქართველოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, ბანაკებსა და მსოფლიო დასუფთავების დღეებში”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.
დატოვეთ კომენტარი