ახალი ამბები

ხაშურის #7 სკოლის მოსწავლეები გერმანიაში გასტრონომიული მიმართულებით ისწავლიან 

ხაშურის #7 სკოლის მოსწავლეები გერმანიის სასტუმროებსა და რესტორნებში დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“ხაშურის #7 საჯარო სკოლას და ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯს შორის გაფორმდა უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. პროექტი მიზნად ისახავს მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეთა გასტრონომიული მიმართულებით პროფესიული განათლების ხელშეწყობას. კერძოდ,ხაშურელ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გერმანიის პრესტიჟულ სასტუმროსა და რესტორნებში დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას! მოსწავლეები უზრუნველყოფილები იქნებიან საცხოვრებლით და ყოველთვიური სტიპენდიით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სკოლის ცნობით, სწავლის დასრულების შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები პროექტის განმახორციელებელი გუნდის მხარდაჭერით შეძლებენ გერმანიაში მათი პროფესიით დასაქმებას.

პროექტის ინიციატორია სკოლის გერმანულის მასწავლებელი ნატალია ხაჩიძე, პროექტის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე.

დატოვეთ კომენტარი