ბლოგები

რატომ უნდა ისწავლებოდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები XII კლასში?

ავტორი: მარიამ მღებრიშვილი

XI კლასის მოსწავლე ვარ. უკვე ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა საგნები ჩავაბარო. გადაწყვეტილების მიღებისთვის ბოლო პერიოდში სულ ვაკვირდები გამოცდების შედეგების სტატისტიკებს. გასულ წელს ყველაზე მეტი მოსწავლე,  32 %  ფიზიკაში ჩაიჭრა. ვინც ჩააბარა კი, თითქმის ყველა მოსწავლემ გრანტი მიიღო.  ფიზიკა ძალიან მიყვარს ამიტომ გამიკვირდა კიდეც. თითქოს ტესტიც არ იყო ძალიან რთული. ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე  მიზეზი  დავინახე, რასაც შეიძლებოდა ეს შედეგები მოეტანა.

საგნის გვიან დაწყებული სწავლება.

პირადად მე და ჩემმა წინამორბედმა მოსწავლეებმა,  ფიზიკის სწავლა მერვე კლასიდან დავიწყეთ. ახლა მეშვიდედან იწყება  და ძალიან კარგია. ვფიქრობ, პატარა ასაკიდნ კიდევ უფრო გაიზრდება სწავლის ხარისხი.

ნაადრევად  დასრულებული პროგრამა

ფიზიკა  და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები XII კლასში არ ისწავლება. მგონია, რომ ესეც განაპირობებს იმას, რომ ძალიან ცოტა მოსწავლე ირჩევს ამ საგანს ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე ჩააბარებლად.

ვფიქრობ,  სწავლის ბოლო წელი ძირითად შემთხვევაში განზღვრავს ხოლმე საგამოცდო საგნების არჩევას და ამაში სკოლაც უნდა დაეხმაროს მოსწავლეს და ამ დროს საგნების ნაწილი საერთოდ აღარ ისწავლება. ძალიან კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეც კი, რომელიც იმ საგნის ჩაბარებას გადაწყვეტს, რაც არ ისწავლება, იძულებულია დამატებით რეპეტიტორთან  მოემზადოს. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საგაკვეთილო ცხრილშიც ნაკლებად გვხვდება. მგონია, რომ უფრო დიდი დრო უნდა დაეთმოს, რადგან აღნიშნული  საგნების ცოდნით ადამიანს უფრო უადვილდება სამყაროსთან ადაპტირება, პრობლემების დაძლევა, ახალი საინტერესო სხეულების შექმნა, ტექნოლოგიების განვითარება და სხვა.

დამკვიდრებული სტერეოტიპები

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფიზიკა ძალიან რთული საგანია, რაც  მოსწავლეებში  იწვევს შიშის და უიმედობის განცდას.

მახსოვს  უფროსკლასელები გვაშინებდნენ ხოლმე, ფიზიკა საშინლად ძნელია საგანიაო. ამის გამო მეც მქონდა  უარყოფითი განწყობა, თუმცა ჩემმა  მასწავლებელმა  ბევრი იმუშავა იმაზე, რომ განწყობები რადიკალურად შეეცვალა. მან მოახერხა და ფიზიკა ჩემი ერთ ერთი საყვარელი საგანი გახდა.

სრულიად სხვა კუთხით დამანახვა საგანი, არა ისე, როგორც სიახლე ან სირთულე, არამედ ისე, როგორც უკვე შეჩვეული ბუნება, რაც ჩვენს გარშემო არსებობს. თავიდან მარტივი და სახალისო ექსპერიმენტებით დავიწყეთ, იმდენად საინტერესო იყო, ყველა ნასწავლი მოვლენის  ფორმულებით ამოხსნა მომწონდა და დღესაც სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.

არ გადამიწყვეტია  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩავაბარებ თუ არა ფიზიკას, ან სხვა  საბუნებისმეტყველო საგანს, თუმცა ვფიქრობ, მეტი დრო უნდა დაეთმოს მათ სწავლებას.

დატოვეთ კომენტარი