გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შშმ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადებას შეასწავლის.
“თანადაფინანსებული პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების გადამზადება ტიხრული მინანქრის ხელობაში და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა. ასევე პროექტში ჩართული პირების საზოგადოებაში ადაპტაცია და გამოფენებში მონაწილეობის მიღება”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შშმ ახალგაზრდები, რომლებიც კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან არსებულ დღის ცენტრში სწავლობენ.
დატოვეთ კომენტარი