ახალი ამბები

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რძის პროდუქტების შესაძენად 88 329 ლარი გადაიხადა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რძის პროდუქტების შესაძენად 88 329 ლარი გადაიხადა.

7 დასახელების რძის პროდუქტის შესაძენად სააგენტომ გამარტივებული წესით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს-ს “ამალთეა ჯგუფი”.

“მოზაიკა” გთავაზობთ, პროდუქტების ჩამონათვალსა და რაოდენობას: 

  • არაჟანი – 575 კგ;
  • კარაქი – 650 კგ;
  • მაწონი – 3450 კგ;
  • ყველი – 850 კგ; 
  • ულტრა პასტერიზებული რძე – 2100 კგ; 
  • შესქელებული რძე – 500 კგ; 
  • ხაჭო – 1150 კგ. 

ხელშეკრულების მიხეედვით, კომპანიამ საბავშვო ბაღები რძის პროდუქტებით უნდა მოამარაგოს ეტაპობრივად, 28 თებერვლის ჩათვლით. 

დატოვეთ კომენტარი