გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხორცისა და თევზის შესასყიდად 129 470 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “ნიშა”, რომელიც საბავშვო ბაღებს საქონლის, ქათმის ხორცითა და თევზით მოამარაგებს.
აღნიშნული კომპანია ტენდერით შეირჩა, სააგენტოს თავდაპირველად 132 490 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.
სააგენტომ შეიძინა:
- ქათმის ხორცი – 2140 კგ;
- საქონლის ხორცი – 4000 კგ;
- თევზი – 880 კგ.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიამ ხორცპროდუქტების მიწოდება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი