ახალი ამბები

“მოზაიკას” ინფორმაციით, ენმ-ს გორის ოფისის დარბევაში 2 პირი ფიგურირებს

“მოზაიკას” ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის დარბევაში 2 პირი ფიგურირებს.

ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, ჩანაწერები კი პოლიციელებმა უკვე ამოიღეს.

ჩვენი ინფორმაციით, ჩანაწერებში ჩანს ორი ახალგარდა მამაკაცი, რომლებიც ღამის საათებში ქვის ლოდით კარს მიზანმიმართულად აზიანებენ და გარბიან.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა სამართალდამცველებმა დამნაშავეების იდენტიფიცირება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.