გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპტალში დამლაგებლები ხელფასის სახით, თვეში 500 ლარს აიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო.
“სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული დამლაგებლების ხელზე ასაღები ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარს”, – წერია იმ სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც შესყიდვების ვებგვერდზეა ატვირთული.
სამედიცინო დაწესებულებამ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობების დალაგება-დასუფთავების მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 660 000 ლარი გაითვალისწინა.
ინფორმაციისთვის, ორი თვის წინ, სამხედრო ჰოსპიტლის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელფასის მომატება მოითხოვეს.
დატოვეთ კომენტარი