12 დეკემბრიდან თბილისი – ხაშურის მატარებლის მოძრაობა აღდგება, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და ქვახვრელის წარმომადგენელმა, დავით ადუაშვილმა გაავრცელა.
“ორშაბათიდან ხაშური ც- თბილისის მატარებელი (რკინიგზელების მატარებელი), ჩვეულებრივად მოემსახურება მოსახლეობას და შეძლებთ გადაადგილებას, ძალიან დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს რკინიგზას”,– წერს ადუაშვილი.
დატოვეთ კომენტარი