ხაშურში პიანისტი ვატო ჟორდანიას კონცერტი გაიმართება.
საფორტეპიანო – კლასიკური მუსიკის კონცერტს ხაშურის სამუსიკო სკოლა უმასპინძლებს.
კონცერტი 8 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციისთვის, ვახტანგ (ვატო) ჟორდანია არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. საბერძნეთის ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსზე მიიღო II პრემია, II პრემია ვასილი კრაინევის სახელობის პიანისტთა V საერთაშორისო კონკურსზე, I პრემია საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსზე. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის, ვლადიმერ სპივაკოვის, ლ. ლეონსკაიას, ელენე ანჯაფარიძესა და ლ. მარკოზის სახელობის სტიპენდიებით.
დატოვეთ კომენტარი