კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “გაყინული ხორცი”, რომელმაც სოფელ ოკამში სპორტდარბაზს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტაროს.
სამუშაოებისთვის მერია აღნიშნულ კომპანიას 27 135 ლარს გადაუხდის, საიდანაც 20 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო 7 135 ლარი ადგილობრივიდან.
შესყიდვის პირობების მიხედვით, აღნიშნულ კომპანია ვალდებულია სამუშაოები დაასრულოს 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიის იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდაკია, მისი დირექტორი კი გია იანვარაშვილია. კომპანია 2020 წლის იანვარშია რეგისტრირებული, თუმცა ოფიციალური წყაროების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, ხოლო პირდაპირი შესყიდვით მომსახურების მიწოდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში უფიქსირდება.