ახალი ამბები

კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს უმასპინძლებს

3-4 დეკემბერს, კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს – “ConstructThon” მასპინძლობს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 16 წლის ზემოთ ახალგაზრდებს, ვისაც სურს წვლილის შეტანა სამშენებლო სფეროს ტექნოლოგიურ განვითარებაში.

“თუ დაინტერესებული ხარ სამშენებლო ინდუსტრიის ტექნოლოგიური განვითარებით, გაქვს იდეა, გინდა ამ იდეის დახვეწა, ან სრულიად ახალი გადაწყვეტის მოფიქრება, მაშინ გაუზიარე კონსრუქტთონი მეგობრებს და შემოგვიერთდი. 36 საათის განმავლობაში შენ შეძლებ კასპის ტექნოპარკში იმუშაო გუნდთან ერთად ან დამოუკიდებლად, შენს იდეებზე და გადაჭრა პროექტში დასახული პრობლემები ტექნოლოგიური გზების საშუალებით”, – ნათქვამია ტექნოპარკის განცხადებაში.

ჰაკათონის მიმართლებები:

  • სამშენებლო მასალების გაუმჯობესება;
  • ჭკვიანი სახლის SOFTWARE-HARDWARE უზრუნველყოფა;
  • მდგრადი გადაწყვეტილებები;
  • ( ეკო, ენერგოეფექტური სახლები და ა.შ);
  • უსაფრთხოება ( შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში);
  • მშენებლობა;
  • დეველოპმენტი;
  • არქიტექტურა.

პროექტის აქტივობები:

  • 1 დეკემბერს, ონლაინ შეხვედრის საშუალებით, მონაწილეები გაიგებენ კონსტრუქტთონზე დასახულ პრობლემებს, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებთან თანამშრომლობით, მათი ყოველდღიური გამოწვევების მიხედვით შეირჩა.
  • 3 დეკემბერს, დილის 11 საათიდან კასპის ტექნოპარკში მობილიზებული იქნებიან კომპანია “ქლევერტონის” ტრენერები და მენტორები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მონაწილეებს დაეხმარებიან საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში (შესაძლებელიი იქნება ონლაინ მუშაობა).
  • 4 დეკემბერს, მონაწილეები დაამუშავებენ Pitching ტექნიკას და საბოლოოდ წარსდგებიან ჟიურის წინაშე.

(უზრუნველყოფილი იქნება დღისა და ღამის კვებაც, მონაწილეები შეძლებენ ტექნოპარკის სივრცით სარგებლობას ღამის საათებშიც.)

ჰაკათონი დასრულების შემდეგ გამარჯვებული მიიღებენ პრიზებს:

𝟱𝟬𝟬𝟬 ₾-ის გრანტს იდეის განხორციელებისთვის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA).

ჰაკათონი ხორციელდება კასპის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კომპანია ქლევერტონის ორგანიზებით. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე: https://forms.gle/cUi2aCPU68BvJpGM6

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.