ახალი ამბები

გორის რამდენიმე საბავშვო ბაღს ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება

გორში საბავშვო ბაღებში გათბობა 15 ნოემბერს უნდა ჩართულიყო, თუმცა ბაღების ნაწილი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე აგრძელებს მუშაობას. აღსაზრდელთა მშობლელის ინფორმაციით, უწყებები საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობენ.

“ერთმანეთს აბრალებენ. სააგეტო – მერიას, მერია – სოკარს. სოკარმა, მე როცა მეტყვიან, გაზს გავუშვებო. ვიცით, რომ პირველად სამუშაოები არასწორად ჩატარდა, რადგან საქვაბე 10 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული შენობიდან და ასე არ ყოფილა. ამის გამო, იგივე სამუშაოები ხელახლა დაიწყეს”, – ამბობენ მშობლები.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ბაღებში გათბობის სისტემის მოწყობაზეა პასუხისმგებელი, სამუშაოების დასასრულებლად კიდევ ერთ კვირიან ვადას ითხოვს.

“კიდევ ერთი კვირიანი ვადა ითხოვა კომპანიამ, რომელიც ბაღებში სამუშაოებს ასრულებს და შესაბამისად ამ ვადით გადაიდო საბავშვო ბაღებში გათბონის ჩართვამ”, – განმარტავს სააგენტო.

ინფორმაციისთვის, ზამთრის სეზონზე გადასვლის შემდეგ, გორის I, IV, V, VI, X, XIII, XV, XVII, შავშვების I, ვარიანის I ბაღებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მიზეზად სააგენტომ ტექნიკური სამუშაოები დაასახელა და ბაღებს ალტერნატივად დენის გამათბობელი შესთავაზა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.