ახალი ამბები

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის დედა ხელისუფლებას მიმართავს

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი გორელი მოზარდის დედა რუსუდან ხუციშვილი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს.

დედა ამბობს, რომ ამ დრომდე მას საქართველოდან არავინ დაკავშირებია და არ იცის, კიდევ რამდენხანს ვერ შეძლებს შვილის გადმოსვენებას.

“ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია. მივმართავ საქართველოს მთავრობას, ძალიან გთხოვთ ჩემი შვილი გადმომასვენებინეთ საქართველოს მიწაზე. ეს უნდა მოხდეს სწრაფად. თუ აპირებთ რომ რამეში დამეხმაროთ, დამეხმარეთ, რამდენი დღე უნდა იყოს ბავშვი მაცივარში. გადამასვენებინეთ, რომ დაიტიროს მამამ და ახლობლებმა”, – ამბობს რუსუდან ხუციშვილი.

გორელი მოზარდი 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ, კვირას თურქეთის კლინიკა Medistate Hospital- ში გარდაიცვალა. ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 000 დოლარი აქვს გადასახდელი და ვიდრე თანხას არ დაფარავენ საავადმყოფო მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.