ახალი ამბები

ძიუდოს ვარსკვლავები გორში – ტურნირზე 165 სპორტსმენი დარეგისტრირდა

26 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გაიმართება. „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის“ ინფორმაციით, ტურნირზე 26 სხვადასხვა ქვეყნის 165 სპორტსმენი დარეგისტრირდა.

ყველაზე მეტი სპორტსმენით საფრანგეთის ნაკრები იქნება წარმოდგენილი – 16 კაცი და 44 ქალი.

რაც შეეხება საქართველოს, ნაკრები 30 ფალავანითაა წარმოდგენილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან არც ერთი ქალი სპორტსმენი არ მიიღებს ტურნირში მონაწილეობას.

ქვეყნები ყველაზე მეტი სპორტსმენით:

  • საფრანგეთი – 60
  • საქართველო – 30
  • ესპანეთი – 14
  • სერბეთი – 13
  • თურქეთი – 11

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ორი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონით იქნება ტურნირზე წარმოდგენილი: ლაშა ბექაური (-90) და ლაშა შავდათუაშვილი (-73)

საფრანგეთის სახელით ტურნირზე ორი ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას: ორგზის ოქროს მფლობელი ტედი რინერი (+90) და კლარის აგბენუ (-63)

ტურნირზე დარეგისტრირებულია ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის.

გორში კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰაიდაროვსაც ვიხილავთ (-73).

დატოვეთ კომენტარი
ტეგები