ორ კვირიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი ვ.ყ დააკავა.
გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და მისი გაუპატიურება სცადა.
ფაქტზე გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.
ბრალის დმტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკცს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დატოვეთ კომენტარი