“საქართველოს უნივერსიადა 2022” -ის გამარჯვებული ქარელელი მოჭიდავე გიორგი ლურსმანაშვილი გახდა.
“უნივერსიადაში” საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრი 34 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტი მონაწილეობს. გიორგი შეჯიბრში გორის სახელწმიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა. იგი სამბოში, 71 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
‘’საქართველოს უნივერსიადა – 2022’’ მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, სტუდენტთა ფიზიკურ განვითარებას, ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სპორტული სექციების საქმიანობის გააქტიურებას.
დატოვეთ კომენტარი